IMG.GE IMG.GE
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილთან და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელ მარინა გაჩეჩილაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნო.
აქტიურად მიმდინარეობს, დაბა ადიგენის ცენტრში არსებული პარკის რეაბილიტაცია.
ხოლო რიტუალების სახლთან მიმდინარეობს მისასვლელი ასფალტ – ბეტონის გზისა და საყრდენი კედელის მოწყობის სამუშაოები, ასევე პლატოზე ასასვლელი გზის საყრდენი კედლების რეაბილიტაცია, რომლის საერთო ღირებულება  170 083 ლარია.
დაბაში, ასევე აქტიურ ფაზაშია  სავაჭრო ცენტრის (ბაზარის)მშენებლობის პროცესი.
ხოლო სოფელ წრეში მიმდინარეობს, სასაფლაოსთან მისასვლელი ასფალტ-ბეტონის 1 კილომეტრამდე შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხებითა და ეზოში შესასვლელი ცხაურებით, ასევე მოეწყობა საყრდენი კედელი (გაბიონი).
ასევე აქტიურად მიმდინარეობს სოფლების ლელოვანი – სამყური – ღორძეს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა 2კმ 426 მ ასფალტ – ბეტონის გზა სანიაღვრე არხებით, მილ-ხიდებით, გვერდულებით, ეზოში შესასვლელებითა და ცხაურებით.
აქტიურად მიმდინარეობს, ასევე სოფელ ხევაშენის სასაფლაომდე მისასვლელი გზისა და ხევაშენი – ნაქურდევის დამაკავშირებელი 3კმ 670 მ ასფალტ – ბეტონის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, სადაც მოეწყობა სანიაღვრე არხები, მილ-ხიდები, ცხაურები, ეზოში შესასვლელები და გვერდულები.
სოფელ ბენარაში კი მიმდინარეობს 1კმ 384 მ ასფალტ – ბეტონის შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხებითა და მილ-ხიდებით, ასევე მოეწყობა საყრდენი კედელი (გაბიონი).
ასევე მიმდინარეობს  სოფელ არალისა და სოფელ წარბასთუმანის დამაკავშირებელი 3კმ ბეტონის საფარიანი გზის  მოწყობა სანიაღვრე არხებითა და მილ-ხიდებით.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და დაბაში პარკის მოსაწყობად გაიხარჯება 228 900 ლარი, სავაჭრო ცენტრის მოსაწყობად 117 000 ლარი, ლელოვანი-სამყური – ღორძეს გზის მოსაწყობად 453 481 ლარი, ხევაშენის სასაფლაოებამდე მისასვლელი გზისა და ხევაშენი- ნაქურდევის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისათვის 1 079 000 ლარი,  არალი- წარბასთუმანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისათვის   249 999 ლარი, ბენარას შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციისათვის კი 1031 896 ლარია გამოყოფილი, ხოლო სოფელ წრეს გზა მთის ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 504 199 ლარია.
კომენტარის დატოვება
IMG.GE