ეს ყველაზე კარგად იცის გიორგი გახარიამ და დროა წევრები ცოტა წაამეცადინოს – თამთა მეგრელიშვილი

784
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჩვენს ქვეყანაში ყველას, ვისაც პრობლემა ექმნება კანონთან,
პოლიტიკაში გარბის და პოლიტიკას თავშეფარებული ისევ კანონის სახელით საუბარს ცდილობს.

ასეა აკაკი ბართაიას შემთხვევაშიც. ის, არაერთი სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია. ერთ – ერთ საქმეზე ის ჯგუფური ძალადობისა და მუქარის ბრალდებით გირაოს შეფარდებით გათავისუფლდა.

დღეს დღის წესრიგშია მორიგი საქმე. როგორც იცით, პოლიციამ მისი როგორც კრიმინალური ავტორიტეტის, ლავას ოღლის აქტიური მხარდამჭერის ავტომობილიდან იარაღი ამოიღო და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის საქმეზე სასამართლო განხილვები მიმდინარე პროცესშია.

კითხვა – როდის ან რატომ გახდა აკაკი ბართაია პოლიტიკოსი, პასუხგაუცემელია.
ფაქტია, კრიმინალური ავტორიტეტის მხარდამჭერი, აქციებზე გზების გადაკეტვის ორგანიზატორი, პოლიტიკური დევნილის სახელს “ჩალიჩობს” და ამაში მთელი მისი გუნდი ეხმარება.

ბედის ირონიაა, რომ მას ახლა იცავს ადამიანი, რომელმაც თავად დააკავა იგი ერთ – ერთი სამართალდარღვევისათვის. სამართლის მითხოვნების დაცვა ყველას ვალია, მით უფრო პოლიტიკაში გადაბარგებულისთვის.

პოლიცია პოლიციაა, კანონი კანონია, ასე იყო მაშინაც და ასეა დღესაც.
რა უკვირს ბართაიას არ მესმის, მაშინ თუ ჯგუფური ძალადობისა და მუქარის ბრალდებით გირაოს შეფარდებით გათავისუფლდა, დღეს იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაზე თხოვს კანონი პასუხს. რა შუაშია აქ შერჩევითი სამართალი?! აშავებ- პასუხს სამართალი გთხოვს სულ ესაა.
ეს კარგად იცის ვინ – ვინ თუ არა მისი გუნდის ლიდერმა, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ და დროა მისი წევრები ცოტა წაამეცადინოს.”- წერს სოციალურ ქსელში იურისტი თამთა მეგრელიშვილი.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება