„მთავარი არხის“ გაყიდვების სახლში საგადასახადო შემოწმება დასრულდა

553
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

„მთავარი არხის“ გაყიდვების სახლში საგადასახადო შემოწმება დასრულდა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წერს ფეისბუქში:

„ეს ამბავი გემახსოვრებათ. გამოვლენილი რისკების შესაბამისად, მოვითხოვეთ კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც სრულად წარმოდგენილი იყო გადამხდელის მიერ, რამაც გააქარწყლა ის კონკრეტული რისკის კრიტერიუმი და შესაბამისად ამით დასრულდა შემოწმება.

რაც შეეხება პროცესს – „ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ეს შემოწმებაც დაიწყო და დასრულდა გადასახადის გადამხდელისთვის ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე“.

ასეთი თემით სპეკულირების, პოლიტიკური ქულების დაწერის და საგადასახადო ადმინისტრირების პოლიტიკურ ჭრილში გადატანის არც პირველი და ალბათ არც ბოლო შემთხვევა იქნება ეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სერვისების გაუმჯობესება აუცილებლად გაგრძელდება“, – წერს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება