Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კარგი ამბავი – გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობა საყოველთაო ჯადაცვის პროგრამით დაფინანსდება

მარშალ პრესი 13/09/2022
ჯანდაცვის სამინისტრო

გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობა რეფერალიდან, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში გადავიდა.

ცვლილების მიზანია, ბენეფიციარებმა, ამ სერვისით, კიდევ უფრო მარტივად და სწრაფად ისარგებლონ. პროგრამის მიხედვით, 18 წლამდე პირებისა და მიზნობრივი ჯგუფებისათვის, მომსახურება 100%-ით ფინანსდება. შესაბამისად, მათ არანაირი დამატებითი თანხის გადახდა არ უწევთ.

გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობა 90%-ით უნაზღაურდებათ საპენსიო ასაკის მოსახლეობას, საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამის მონაწილე სხვა ბენეფიციარებს კი – 70%-ით. როგორც მედიასთან შეხვედრისას, ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მ/შ ეკა ადამიამ აღნიშნა, ისინი, საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ თანადაფინანსების კონკრეტულ წილს გადაიხდიან და ნებისმიერი სხვა დამატებითი გადასახადისგან თავისუფალია.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურის განცხადებით, სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, როდესაც კლინიკებმა, პაციენტებს, გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობისას, მიღებული დაფინანსების გარდა, დამატებითი თანხები გადაახდევინეს, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით, მოქალაქეების ინფორმირება.
„თუ მსგავს შემთხვევას ექნება ადგილი, გთხოვთ, მოგვმართოთ ჯანდაცვის სამინისტროში. რეგულირების სააგენტო აუცილებლად შეისწავლის ამ საკითხს. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დაჯარიმდება დაწესებულება, განმეორების შემთხვევაში კი, შესაძლოა, მისი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოთიშვის საკითხიც დადგეს“, – აღნიშნა ილია ღუდუშაურმა.

თანდაყოლილი გულის მანკების ქირურგიული მკურნალობა ორ მიმართულებას მოიცავს – კათეტერიზაცია და ქირურგია. პირველის შემთხვევაში ოპერაციების ღირებულება 2065-დან 10406 – ლარამდეა, მეორე შემთხვევაში კი – 7331-დან – 47720-ლარამდე.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გადასვლის შემდეგ, უკვე ჩატარდა 125 თანდაყოლილი გულის მანკების გეგმური თუ გადაუდებელი ოპერაცია. მათში, ჯამურად, მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

Post navigation

Previous: ვლადიმერ ბოჟაძე – დაკარგული ფული, ბინები, დრო და იმედი, ეს ყველაფერი ერთ დღეს დაბრუნდა და კახა კალაძემ საარჩევნო დაპირება საქმედ აქცია
Next: გია გაბრიჭიძე – ძალიან მაგარ და კარგ საქმეს აკეთებს კალაძე და ეს ნაბიჯი არა მარტო მის ისტორიაში, არამედ თბილისის ისტორიაში დარჩება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.