Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე მუნიციპალური ინსპექცია შეიქმნა – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

მარშალ პრესი 12/09/2022
ინსპექცია

„ მნიშვნელოვანი რეფორმა გავატარეთ და ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე შევქმენით მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც აღიჭურვა შესაბამისი მანდატით, თანამედროვე ტექნიკით და უნიფორმებით. მუნიციპალური ინსპექცია – რეაგირების, მობილობის, მომსახურების, დარღვევების იდენტიფიცირების და ადმინისტრირების თვალსაზრისით გაცილებით ეფექტური იქნება. საბოლოო ჯამში, ეს ხელს შეუწყობს სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის სწორად განვითარებას, დაზოგავს დროს და დანახარჯებს, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე, კერძო სექტორისთვისაც. ჩვენ, ერთად მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ოზურგეთი იყოს თანამედროვე, მოწესრიგებული და საცხოვრებლად კომფორტული მუნიციპალიტეტი. წარმატებებს ვუსურვებ ახალ სამსახურს და მის ხელმძღვანელს!“ – განაცხადა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

Post navigation

Previous: ახმეტელი ვეტერანი ძიუდოისტი ალექსი დავითაშვილი მსოფლიოს ექვს გზის ჩემპიონია.
Next: ვლადიმერ ბოჟაძე – დაკარგული ფული, ბინები, დრო და იმედი, ეს ყველაფერი ერთ დღეს დაბრუნდა და კახა კალაძემ საარჩევნო დაპირება საქმედ აქცია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.