ჩემ ციხესიმაგრეში შემოღწევას საკადრის პასუხს გავცემ ყოველთვის – ბუკა პეტრიაშვილი

2346
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჩემი ოჯახი არის ჩემი ციხესიმაგრე და ჩემ ციხესიმაგრეში შემოღწევას საკადრის პასუხს გავცემ ყოველთვის. შეიძლება პირადად ჩემ მიმართ ყოფილა ბევრი მცდელობა რაღაცების, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრების მიმართ არ გაგიტარებთ არასდროს არაფერს.

ასე რომ, გონს მოეგეთ, სანამ დროა, დაველოდები მაინც ყოველი შემთხვევისთვის გამოძიებას, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე  და დანარჩენზე მერე ვილაპარაკებთ”– განაცხადა ბუკა პეტრიაშვილმა მისი მეუღლის, ეკა მიშველაძის სახლში მომხდარ შემთხვევაზე.

შეგახსენებთ ეკა მიშველაძის სახლი გაძარცვეს, თუმცა წაღებულია მხოლოდ 2 ცალი ლეპტოპი, ისიც ძველი. ჟურნალისტი ეჭვობს, რომ შესაძლოა ეს არ იყო ძარცვა და ამის თქმის საფუძველს სახლში დატოვებული ძვირფასეულობა და სხვა გაცილებით ძვირადღირებული ნივთები აძლევს.

მიშველაძე მომხდარს მის ბოლოდროინდელ აქტივობას და ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებს უკავშირებს.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება