Skip to content
08/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც „ნაცმოძრაობაა“ მსოფლიოში არ არის – მამუკა მდინარაძე

მარშალ პრესი 12/09/2022

ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“ მსოფლიოში არ არის. ისინი ყოველთვის ცდილობენ, როდის როგორ აწყობთ, იმ ქვეყნის ინტერესები გაატარონ. ჩვენ ვცდილობთ სხვა რამეს. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის პრიორიტეტი საქართველოს ინტერესებია.

„ჩვენ ვცდილობთ საქართველოს ინტერესებიდან გამოვიდეთ. ისინი ცდილობენ საქართველოს ინტერესებს რუსული ინტერესები დაარქვან. ჩვენ ყოველთვის გამოვდივართ საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან და ყველამ დაიმახსოვროს – რომელი ქვეყნის ინტერესები არ უნდა ატარონ, (ელენე ხოშტარიამ რუბლების სანაცვლოდ, სხვამ სხვა რამის სანაცვლოდ) საბოლოო ჯამში, ყველა სხვა ქვეყნის ინტერესი იქნება მეორეხარისხოვანი და პირველ პლანზე იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესები. ამას არ გვპატიობენ, ამისთვის გვებრძვიან“, – განაცხადა მდინარაძემ.

მან გაიხსენა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო და ახლა საუბრობენ რუსული ინტერესების გატარებაზე სხვისი მხრიდან. მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს თავის პარტნიორებთან.

Continue Reading

Previous: პრემიერი: მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება, რომელიც ორიენტირებულია მთავრობის ვალის შემცირებაზე და ახალი პროექტების დაფინანსებაზე
Next: გიორგი ვოლსკი: საგანგებო მნიშვნელობა აქვს გარეჯის საკითხს – ყველა მონაცემი გვიჩვენებს, რომ ქვეყანა, ქვეყნის ინტერესები გაიყიდა, სამაგიეროდ იმ პერიოდის ხელისუფლების ინტერესები დაცული იყო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025