Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი – სახალხო დამცველის კანდიდატს ციდან ვერ ჩამოვაგდებთ, საიდანღაც უნდა ავირჩიოთ, პრინციპული და მტკიცე სახალხო დამცველი გვჭირდება

მარშალ პრესი 12/09/2022
ალეკო ელისაშვილი

სახალხო დამცველის კანდიდატს ციდან ვერ ჩამოვაგდებთ, საიდანღაც უნდა ავირჩიოთ, პრინციპული და მტკიცე სახალხო დამცველი გვჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, პარტია „მოქალაქეები“ რომელიმე კონკრეტულ კანდიდატს მხარს არ უჭერს, მაგრამ თავიდან ბოლომდე ჩართული იყო ობიექტური პროცედურების განსაზღვრის პროცესში.

„საქართველოში არ მეგულება ადამიანი, რომლის მიმართაც კითხვები არ იქნება, რადგან ასეთი ხალხი ვართ, ყველას ვუკირკიტებთ. ჩვენი პარტია რომელიმე კონკრეტულ კანდიდატს მხარს არ უჭერს, მაგრამ თავიდან ბოლომდე ვიყავით ჩართული ობიექტური პროცედურების განსაზღვრის პროცესში და ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად ისეთ პროცედურებამდე მივედით, რომელიც საშუალებას იძლევა, ერთხელ მაინც მმართველი პარტია და ოპოზიცია ერთ კანდიდატზე შევჯერდეთ და ესეც არ უნდა იყოს დაპირისპირების მიზეზი. იმის შესაძლებლობა, რომ ერთი კონკრეტული კანდიდატი ავირჩიოთ, არის, პროცედურები ამის საშუალებას იძლევა. არიან კონკრეტული პარტიები, რომელთაც კომპრომისი არ უნდათ, მაგრამ ვნახოთ. სახალხო დამცველის კანდიდატს ციდან ვერ ჩამოვაგდებთ, საიდანღაც უნდა ავირჩიოთ, ვინაიდან ვირჩევთ სახალხო დამცველს, რომელმაც ადამიანების უფლებებისთვის უნდა იბრძოლოს. კარგი იქნება, თუ ამ თვალსაზრისით ცოდნა და გამოცდილება ექნება. პრინციპული და მტკიცე სახალხო დამცველი გვჭირდება. ვინ არის დიმიტრი გელოვანი, არ ვიცი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი – მწუხარებას გამოვთქვამ მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო, მაყურებლის სიყვარული და აღიარება ყველაზე დიდი ჯილდოა მსახიობისთვის, რაც ასე უხვად ჰქონდა ამ შესანიშნავ ხელოვანს
Next: იაგო ხვიჩია – შერიგების დაწყება კარგი იქნებოდა შეწყალების მექანიზმის ეფექტურად გამოყენებით, არ ვამბობ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილი უნდა შეიწყალოს, პროცესი დავიწყოთ ჩვეულებრივი ადამიანებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.