ავღანეთი საქართველოს კიდევ ორმა მოქალაქემ დატოვა

288
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ავღანეთი საქართველოს კიდევ ორმა მოქალაქემ დატოვა. ისინი ამ დროისთვის გერმანიაში იმყოფებიან.საქართველოს მოქალაქეები ბრიტანულ კომპანიაში მუშაობდნენ და ნატოს ბაზამდე მათი გადაყვანა კომპანიამ უზრუნველყო.

ისინი დღეს საღამოს გერმანიიდან ვარშავაში გადავლენ და საქართველოში უახლოესი რეისით გამოემგზავრებიან.

ცნობისთვის, ექვსი მოქალაქე ავღანეთიდან სამშობლოში უნგრული ბორტით 18 აგვისტოს დაბრუნდა. ავღანეთში ამ დროისთვის საქართველოს კიდევ რამდენიმე მოქალაქე რჩება. მათი გადმოყვანის საკითხზე პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია და საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს .

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება