Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი – ეროვნული თანხმობის პროცესს ვგულშემატკივრობ, მაგრამ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, როგორც ჩანს, პრეზიდენტი არ ეშვება, არ უნდა აღიარება, რომ რთულია ეროვნული თანხმობა

მარშალ პრესი 12/09/2022
ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ წევრის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ფაქტია, რომ ეროვნული თანხმობის თვალსაზრისით პრეზიდენტის ძალიახმევას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია და ეს პროცესი რთულად მიმდინარეობს.

„ჩვენ ამ პროცესში ჩართული ვიყავით და მისი მხარდამჭერი ვართ, რადგან ლოგიკურად ალტერნატივა რა არის? – ეროვნული თანხმობა და დაპირისპირება, პოლარიზება და სიძულვილი, რაც გვაქვს. რა თქმა უნდა, თანხმობა სჯობს. ეს პროცესი რთულად მიდის. რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს, ან რა იქნება ამის შემდეგ, არ ვიცი. დღეს გვაქვს მოცემულობა, როცა თანხმობაზე საუბარი არ არის. მაქვს განცდა, რომ პრეზიდენტს არ სურს, ხელი ჩაიქნიოს, რადგან მნიშვნელოვანი საქმეა და ამას შეეჭიდა“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, ამ პროცესს გულშემატკივრობს, მაგრამ სკეპტიკურადაა განწყობილი, რომ ეროვნული თანხმობა მიიღწევა.

„როგორც ჩანს, პრეზიდენტი არ ეშვება, არ უნდა აღიარება, რომ რთულია ეროვნული თანხმობა“, – განუცხადა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა: „ეროვნული თანხმობა არის და მუდმივად იქნება ჩემი ძალისხმევა, ეს ჩემი ახირება არ არის, საზოგადოების დაკვეთაა“.

Post navigation

Previous: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში აგრძელებს სტუდენტთა დაფინანსებას სახელმწიფო-სასწავლო გრანტით
Next: შალვა პაპუაშვილი მსახიობ მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.