გია ვოლსკი – გიგი უგულავას პერსპექტივა ნამდვილად არ გააჩნია – ქურდ-ბაცაცა ადამიანია, რომელსაც მხოლოდ მაღალი ხმით აღშფოთების გათამაშება შეუძლია

422
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

გიგი უგულავას პერსპექტივა ნამდვილად არ გააჩნია – ფოთელი იქნება, გორელი თუ თბილისელი, ყველამ იცის, ვისთან აქვს საქმე, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ფოთში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატად გიგი უგულავას კანდიდატურის დასახელებას.

ვოლსკი იმასაც ამბობს, რომ უგულავა გაკოტრებული პოლიტიკოსია, თუმცა სხვა პროფესია არ გააჩნია.

„პოლიტიკური ცხოვრებაა. უგულავაც არის პოლიტიკოსი, მას სხვა ცხოვრება არ გააჩნია. ყველამ ვიცით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უშველებელი თანხა გაფლანგა. თბილისის მასშტაბი ცოტა დიდია და ფიქრობს, რომ პოლიტიკურ დივიდენს ფოთში შეიძენს, ყოველ შემთხვევაში, ამომრჩეველს თავს არ დაავიწყებს. არის ქურდ-ბაცაცა ადამიანი, რომელსაც მხოლოდ მაღალი ხმით აღშფოთების გათამაშება შეუძლია. დანარჩენი არაფერი არა აქვს – გაკოტრებული პოლიტიკოსია და არც სხვა სპეციალობა არ გააჩნია, სხვაგან ვერსად ვერ წავა”, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება