Skip to content
07/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე – გარეჯის საქმეზე სამართლებრივად დასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიების მოღალატეობრივად გასხვისებას

მარშალ პრესი 12/09/2022
მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გარეჯის საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიების მოღალატეობრივად გასხვისებას, რაც სამართლებრივად დასტურდება.

მისივე თქმით, გარეჯის საკითხისთვის საარჩევნო თემის დარქმევა ოპონენტების სტილია.

„ოპონენტები როგორც თავად იქცეოდნენ და ფიქრობენ, მიაჩნიათ, რომ სხვაც ასე იქცევა. როცა საარჩევნო თემას დაარქმევ გარეჯის საკითხს, ე.ი. ეს თემა მიგაჩნია მეორეხარისხოვნად და მხოლოდ საპიაროდ, რაც მათი სტილია. როცა ვსაუბრობდით, რომ ადგილი ჰქონდა ღალატს და საკუთარი ტერიტორიების გაყიდვას, ეს ფაქტია და სავარაუდო დამნაშავეებზე შეიძლება იყოს საუბარი. მათი ქმედება სამართლებრივად როგორ კვალიფიცირდება, ეს გამოძიების საქმეა. ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიების მოღალატეობრივად გასხვისებას, რაც სამართლებრივად დასტურდება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საქალაქო სასამართლოში 5 სექტემბერს გამართულ პროცესზე გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა ნატალია ილიჩოვას ყოფილმა თანამშრომელმა, კარტოგრაფიის სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილე მანანა აღაპიშვილმა ილიჩოვას საწინააღმდეგო ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ ნატალია ილიჩოვამ მას დანაშაულის ჩადენა შესთავაზა.

Continue Reading

Previous: 61 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი მიხეილ გომიაშვილი
Next: ირაკლი ღარიბაშვილი – ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე რეგიონული მოვლენების დინამიკა და მშვიდობის, დემოკრატიის, საერთო განვითარების ხელშეწყობაში აშშ-ის გადამწყვეტი როლი განვიხილეთ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025