IMG.GE IMG.GE

საქართველოს პრეზიდენტი არ აპირებს, რომ გიორგი რურუა შეიწყალოს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ის არ გაიმეორებს იმას, რაც 3 თვის წინ მოხდა, როდესაც გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. სალომე ზურაბიშვილმა ახსნა, თუ რატომ მიღო მან მათი გადაწყვეტილება და ასევე განმარტა მიზეზი, თუ რის გამო ამბობს უარს შეიწყალოს გიორგი რურუა.

“დღეს მე ამას არ გავიმეორებ, მე ამ პიროვნებას (გიორგი რურუას) არ შევიწყალებ. ჩემზე უფრო კარგად, ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი მის შესახებ და იცის, რატომ არ მივიღებ შეწყალების გადაწყვეტილებას.

ასევე ისიც იცის საზოგადოებამ, რომ ჩემ გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას

სამი თვის წინ მივიღე ჩემთვის ძალიან რთული და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ძნელად გასაგები ან პირდაპირ მიუღებელი გადაწყვეტილება და შევიწყალე ორი ადამიანი. ეს ადამიანები, მათი პრეტენზიის მიუხედავად იყვნენ, არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ დამნაშავეები და შევიწყალე დამნაშავეები. არც მაშინ და არც ახლა, ქვეყანაში არ არიან პოლიტიკური პატიმრები, თუმცა ეს ურთულესი გადაწყვეტილება მივიღე ქვეყნის ინტესებიდან და  სტაბილურობიდან გამომდინარე. ჩავთვალე, რომ ეს გზას გაუხსნიდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევმო კოდექსის რეფორმას, ანუ იმას, რაც მიგვიყვანდა მშვიდობიან და სამართლიან არჩევნებამდე და დესტაბილიზაციის საშუალებას არ მისცემდა იმ ძალებს, რომლებსაც, არც არჩევნები სურთ და არც ქვეყნის წარმატება.”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება