საქართველოში ყველაზე მდიდარი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს, რომელსაც გაცილებით მეტი დაფინანსება აქვს, ვიდრე პარტიების უდიდესს ნაწილს და ეს ყველაფერი საით არის მიმართული ვნახეთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, რამდენიმე ათეული მილიონი, რომლითაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ფინანსდება, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიემართება.
„როდესაც „ნაცმოძრაობას“ და მათ ლობისტებს 2020 წლის „ფეიკი“ არ გამოუვიდათ გაყალბების შესახებ და აღმოჩნდა, რომ გაყალბებული იყო ხმების პარალელური დათვლა, ასევე როდესაც შემდეგ თავიანთი მედიასაშუალებების ჟურნალისტებს ისიც კი ჰკადრეს, რომ ქუჩაში გამოიყვანეს და ეს პროექტიც ჩავარდა, ბოლოს, მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების ყველაზე მდიდარი ნაწილი გამოვიდა ქუჩაში და ეს პროექტიც ჩავარდა. საბოლოოდ, შეგვიძლია ფაქტებზე დაყრდნობით დავასკვნათ, რომ ის ფული, რამდენიმე ათეული მილიონი, რომლითაც ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსდებიან, მიემართება სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხელისუფლების წინააღმდეგ, ტექნიკური მთავრობის მოთხოვნის კამპანიის დასაგეგმად და ა.შ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაში იხარჯება ეს თანხები, რა მიზნობრიობით იხარჯება, საიდან ფინანსდებიან და ა.შ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაში რა იხარჯება და ამ ფულის უდიდესი ნაწილი როგორ არის სამწუხაროდ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული. მგონი, საზოგადოებას უფლება აქვს, ამაზე ინფორმაცია ჰქონდეს“, – განაცხადა მდინარაძემ.
ჩვენ ამ სიგიჟეს საკუთარი „game over“-ით ვუპასუხებთ, როდესაც კონსტიტუცია აუცილებლად გაანადგურებს...