ნინო წილოსანი – ,,თვითმმართველობის არჩევნები სწორედ ის არჩევნებია, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, გავაგრძელოთ 2012 წელს „ქართული ოცნების მიერ“ დაწყებული გზა

79
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

,,თვითმმართველობის არჩევნები სწორედ ის არჩევნებია, რომელიც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, გავაგრძელოთ ის გზა, რომელიც 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო, დღემდე გრძელდება და მომავალში აუცილებლად ბევრ საინტერესო სიახლეს და პროგრესს შესთავაზებს  ჩვენს მოქალაქეებს“ – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის მერობის კანდიდატის ალექსანდრე სარიშვილის წარდგენაზე.

მისი თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა გახდეს ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი.

„თქვენთან ერთად ჩვენ შევძელით აგვეშენებინა უფრო მეტი სკოლა, სოფლებში გაგვეკეთებინა გაზიფიცირება, გაგვეყვანა წყალი, გაგვეყვანა გზები. მომავალი თაობისთვის  აგვეშენებინა ლანჩხუთის ფეხბურთის აკადემია და პროფესიული სასწავლებელი. დავხმარებოდით სოციალურად დაუცველს და ეკომიგრანტს. ჩვენ შევძელით ეს ყველაფერი გაგვეკეთებინა, იმაზე ათჯერ უფრო მეტი, ვიდრე წინა ათწლეულების მანძილზე გაკეთდა.  ეს საკმარისია ჩვენი განვითარებისთვის? რა თქმა უნდა, არა,  მაგრამ რაც გავაკეთეთ, ის  მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რასაც გავაკეთებთ.  თვითმმართველობის არჩევნები არის არჩევნები, როდესაც თქვენ ირჩევთ თქვენს წარმომადგენელს. კანდიდატებს, რომლებსაც ჩვენ წარმოგიდგენთ არიან ადამიანები, რომლებიც თქვენს პრობლემებზე  მომავალშიც  აუცილებლად იზრუნებენ.  ჩვენ გვიწევს, დაჩქარებული ტემპებით ყველაფრის კეთება, ვცდილობთ გავხდეთ ევროკავშირის  დიდი ოჯახის წევრი. არ შემეძლო ამ  დიდი ოჯახის წევრობაზე არ მეთქვა აქ გურიაში, ლანჩხუთში  იმიტომ, რომ ვიცი, თქვენი დამოკიდებულება იმ გლობალურ საკითხებზე, რომელიც საქართველოს ადარდებს,  იმ გეზზე, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული და იმ პრობლემებზე, რომელზეც ვმუშაობთ. ჩვენ ამ არჩევნებზეც ერთად გავიმარჯვებთ . “ – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება