„დილმა“ ნამდვილი ცეილონის ჩაის, ნომერ პირველი მწარმოებელია შრი-ლანკაში. მის ხარისხს განსაზღვრავს შრი-ლანკის კლიმატი და ნიადაგი, რომელიც იდეალურია ჩაის მოსაყვანად. ამასთან ერთად, მწარმოებლები მცენარეს კრეფენ ხელით, რა დროსაც საუკეთესო ფოთლებსა და ყლორტებს არჩევენ. სწორედ ეს განაპირობებს პროდუქციის უნიკალურ გემოვნურ თვისებებსა და ხარისხსს. შედეგად, მიღებული პროდუქტი მდიდარია ბუნებრივი მცენარეული ანტიოქსიდანტებით.
მსოფლიოში, საუკეთესო ჩაის წარმოების მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ Dilmah-ის პორტფოლიოში მზა ცივი ჩაის დამატებამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა კომპანიის სწრაფვა სრულყოფილებისკენ. ფუნქციური, მზა სასმელების ინდუსტრიაში Dilmah-ს გამოჩენა ახალი დღის წესრიგის შექმნას შეუწყობს ხელს. „გავხადოთ სამყარო უკეთესი“ – ესაა Dilmah-ს შეუვალი განაცხადი.
„კომპანია ზედაზენი უკვე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ბაზარზე ახალი კატეგორიის შექმნის და განვითარების. ჩვენ ყურადღებით ვეცნობით მსოფლიო ტენდენციებს და ვცდილობთ, მომხმარებელს ყოველთვის ყველაზე აქტუალური და ფუნქციური პროდუქტი შევთავაზოთ.
„Dilmah Tea“ – ისთან პარტნიორობა, გვაძლევს საშუალებას ქართველ მომხმარებელს შევთავაზოთ მსოფლიოში ჩაის კატეგორიის ლიდერი ბრენდის, მოთხოვნადი პროდუქტი. მეორეს მხრივ, ჩვენი მიზანია, ქართული და რეგიონის ბაზრები, უწყვეტად მოვამარაგოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციით.
„Dilmah Tea“ გახლავთ უნიკალური, უმაღლესი ხარისხის ჩაის ფოთლებისაგან, სპეციალური რეცეპტით მომზადებული ცივი ჩაი, რომლის გემოც უკვე კარგად ნაცნობია ევროპასა და ამერიკაში. დამზადებულია კონსერვანტებისა და მინარევების გარეშე. როგორც კომპანია ზედაზენში აცხადებენ, „დილმასთან“ თანამშრომლობის გადაწყვეტილება, სწორედ მისი წარმოებული ჩაის მაღალმა ხარისხმა განაპირობა.
„დილმას“ საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტი აქვს, რაც გულისხმობს სხვადასხვა სიძლიერის გემოებსა და არომატებს. ასეთი არჩევანი ბაზარზე იშვიათია ან საერთოდ არ არის. ამიტომ ვფიქრობთ, საქართველოში ამ ბრენდის გამოჩენა მნიშვნელოვანია ხარისხისა და ჩაის გემოს მოყვარულთათვის.“ – განაცხადა ს.ს ქართული ლუდის კომპანიის – ზედაზენის დირექტორმა კახაბერ კოტრიკაძემ.
“ზედაზენის მრავალწლიანმა სამეწარმეო გამოცდილებამ და სანდოობის უმაღლესმა კოეფიციენტმა ქართულ და არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, განაპირობა ურთიერთ თანამშრომლობის გადაწყვეტილება. ჩვენთვის პრიორიტეტულია კომპანიის ტრადიციული ღირებულებები და შესაბამისად, დარწმუნებულივარ, ჩვენი ერთობლივი, მართლაც უნიკალური პროექტი, საინტერესოდ და ქვეყნებისთვის სასარგებლოდ წარიმართება. მზა ცივი ჩაის შემოტანით “Dilmah-ის საოჯახო მემკვიდრეობაში, კიდევ ერთხელ ვადასტურებს ჩვენს მუდმივ ვალდებულებას, მსოფლიოს შევთავაზოთ ფუნქციური სასმელების კატეგორია. „ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მომხმარებლები არჩევანს ჩვენს ბრედნზე აკეთებენ სასმელებს ფუნქციური უპირატესობებით და Dilmah Ready-To-Drink სერია სწორედ ისაა, რასაც ისინი ითხოვენ – ახალი გემრიელი და გამაგრილებელი ჩაის, რომელმაც გაიარა მინიმალური დამუშავება თავისი ბუნებრივი სიკეთის შესანარჩუნებლად“. – განმარტა Dilmah Ceylon Tea Company“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრმაროშან ტისაარაჰმა.
ცნობისათვის, მომხმარებელი დღეიდან დახლებზე, Dilmah’s Ready-to-Drink სერიის სამი სახეობის დებიუტანტ გემოს იხილავს
- ცივი ჩაი ატმის არომატით და გემოთი
- ცივი ჩაი ტროპიკული ხილის არომატით და გემოთი
- ცივი ჩაი ალოე ვერეს გემოთი
ეკა სეფაშვილი: სალომე ზურაბიშვილს ძალიან კარგად ესმის იმ ნაბიჯის აბსურდულობა, რაც...