IMG.GE IMG.GE

„სატელეფონო საუბარი აშშ-ის მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის ცხადყოფს, რომ ამერიკის ინტერესი საქართველოს მიმართ არის საკმაოდ დიდი და მათ ინტერესში შედის ჩვენი ქვეყნის განვითარება“, – ამის შესახებ „ჯეოქეისის“ მკვლევარმა, ხათუნა ბურკაძემ „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„ეს პროცესი მიანიშნებს იმაზე, რომ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საარჩევნო პროცესით, თუმცა სატელეფონო საუბრის დროს აღინიშნა, რომ საარჩევნო რეფორმის წარმატებით იმპლემენტაცია აუცილებელია ქვეყნის განვითარების შემდგომი პროცესისთვის. ამავდროულად ხაზგასმით აღინიშნა ის, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიული პროცესის განვითარების თვალსაზრისით. მხედველობაში მაქვს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ხელს შეუწყობენ, ჩვენს ქვეყანაში, საპარლამენტო პლურალიზმის განვითარებას მომავალში“, – აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება