ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სასოფლო გზები იწმინდება

184
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფლებთან დამაკავშირებელი გზების
გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მუნიციპალიტეტში მიმდინარე
ფართომასშტაბიანი პროექტების გარდა, ეტაპობრივად ხორციელდება
პრობლემური მონაკვეთების მოწესრიგება, რათა გადაადგილება შესაძლებელი
იყოს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის.
სამუშაოები, რომელსაც შპს ,,ამბროლაურის სერვის-ცენტრი" ახორციელებს,
საჭიროების შესაბამისად, სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება და ყველა
თემს მოიცავს.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება