Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს სურვილი აქვს, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან მოუძებნოს პროცესს ნაკლოვანებები, მაგრამ, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ჩვენს მიერ დაგეგმილ პროცედურებში რაიმე ნაკლი აღმოაჩინოს

მარშალ პრესი 11/09/2022
მიხეილ სარჯველაძე

დაახლოებით 20 სექტემბერს უნდა გამოქვეყნდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაიხსნა პროცესი, რომელსაც ჰქვია განაცხადების მიღება ყველა დაინტერესებული სუბიექტისგან, ვისაც სურს, რომ გახდეს სახალხო დამცველი. შესაბამისად, 20 სექტემბრამდე არც ისე დიდი პერიოდია დარჩენილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პროცესის ინკლუზიურობაზე პასუხისმგებელი მხოლოდ მმართველი გუნდი ვერ იქნება.

„მერწმუნეთ, რომ არავის მიეცემა შესაძლებლობა, რაიმე ნაკლი აღმოაჩინოს ჩვენს მიერ დაგეგმილ პროცედურებში. მხოლოდ ჩვენ ვერ ვიქნებით ინკლუზიურობაზე პასუხისმგებლები. სამწუხაროდ, ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს აქვს სურვილი, რომ ჩასაფრდეს და ჩასაფრებულის პოზიციიდან ეძებოს ნაკლოვანებები, რომელიც შესაძლოა პროცესს ჰქონდეს. ამის მიზეზს არავის არ მივცემთ. მათ [რადიკალური ოპოზიცია] საქართველოს ინტერესი, საერთო საზოგადო საქმის ინტერესები სამწუხაროდ არ აქვთ პირველ ადგილზე დაყენებული, ვიწროპარტიული და მერკანტილური ინტერესია მათი ქმედებების და დღის წესრიგის ძირითადი განმაპირობებელი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

Post navigation

Previous: ვატო შაქარიშვილი: აშშ-მ 23 ტრილიონიანი ეკონომიკით, 28 წლის განმავლობაში 5 მილიარდ დოლარამდე დახარჯა საქართველოში. ბიძინა ივანიშვილმა, ერთმა კაცმა, ანალოგიურ პერიოდში დახარჯა 3 მილიარდი დოლარი
Next: ლიზ ტრასმა ემანუელ მაკრონთან და მატეუშ მორავეცკისთან უკრაინის მხარდაჭერის საკითხები განიხილა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.