IMG.GE IMG.GE

საფრანგეთის განვითარების სააგენტომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარების“ პროექტი გააფორმეს.

დოკუმენტს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული სააგენტოს დირექტორმა, გაელ ასაიაგმა მოაწერეს ხელი.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულების საფუძველზე, საფრანგეთის განვითარების სააგენტო 58 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფს ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების აღდგენის სამუშაოების დასაფინანსებლად. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად ევროკავშირმა დამატებით 7,15 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოყო.

პროექტს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება