Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სოსო გოგაშვილი, თუ ზღაპარში აღწერილ ინფორმაციას დავეყრდნობით 2016-2018 წელს ჩადენილ დანაშაულს აქამდე რატომ მალავდა?

მარშალ პრესი 11/09/2022
ლევან ნიკოლეიშვილი

,,მელაძის შაბათს, თამამად შეგვიძლია დავარქვათ მელაძის ზღაპრები, ან უფრო უკეთესი იქნება მელაძის ბინძური ზღაპრები: შემშინებლები თუ თვითონ დაფეთებული-შეშინებული „ჟურნალისტები“ თავიანთი მოწმების (სოსო გოგაშვილი, მისი მძღოლი სამხარაძე) თუ რეალურად დამნაშავეების პირით გვიყვებიან აბსურდულ ისტორიას,” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ნოდარ მელაძე, თავის შაბათის ბინძური ზღაპრებით, იმდენად სახელგატეხილია, რომ ნორმალურ და სერიოზულად მოაზროვნე ადამიანებს არც მისი და არც მის სიუჟეტების დიდი ხანია არ სჯერა.

,,მელაძის შაბათს, თამამად შეგვიძლია დავარქვათ მელაძის ზღაპრები, ან უფრო უკეთესი იქნება მელაძის ბინძური ზღაპრები: შემშინებლები თუ თვითონ დაფეთებული-შეშინებული „ჟურნალისტები“ თავიანთი მოწმების (სოსო გოგაშვილი, მისი მძღოლი სამხარაძე) თუ რეალურად დამნაშავეების პირით გვიყვებიან აბსურდულ ისტორიას, იმის შესახებ თუ როგორ ხვდებოდნენ საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურების მაღალჩინოსნები ხან ვლადიკავკაზში ხანაც თბილისში, აქა იქ ბაშარ ასადის სახელმაც გაიჟღერა, კონტრაბანდა, ტვირთები…უსამა ბინ ლადენი დაავიწყდათ! ისე, ეს როგორ მოუვიდათ, თან არა მგონია იცოდნენ, რომ მკვდარია! რა გახლავთ ბინძური ზღაპრის მიზანი და დანიშნულება: • დაფეთებული-შეშინებული ავტორების მიერ ხალხის დაფეთება-შეშინება და ისევ და ისევ დეზინფორმაციის მიწოდებით; • პატრიოტი, ვაჟკაცი კაცის ვახტანგ გომელაურის დისკრედიტაცია; • უცხოელებზე ჩვენება, რომ საქართველო, ნახეთ, რუსეთთან თანამშრომლობს (ოღონდ რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის დავალებით). რა მიიღეს შედეგად: • ნოდარ მელაძე, თავის შაბათის ბინძური ზღაპრებით, იმდენად სახელგატეხილია, რომ ნორმალურ და სერიოზულად მოაზროვნე ადამიანებს არც მისი და არც მის სიუჟეტების დიდი ხანია არ სჯერა; განსაკუთრებით მას მერე, რაც ერთ-ერთ სიუჟეტში გვამცნო, თუ როგორ მოიპოვა რუსეთის „გრუ“-ს სეიფიდან ( რუსეთის გენშტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველო) საიდუმლო დოკუმენტები; • სოსო გოგაშვილი, თუ ზღაპარში აღწერილ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით 2016-2018 წელს ჩადენილ დანაშაულს აქამდე რატომ მალავდა? • ხვალ ან ზეგ გამოვა, რომელიმე რადიკალი-მავნებელი პოლიტიკური სუბიექტი და ამ სიუჟეტს სერიოზულად მიუდგება, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცებს მის „პოლიტიკურ გამჭრიახობას და სერიოზულობას“- რეალურად კი მის გონებასუსტობას! • გომელაური, რომ პირნათლად ასრულებდა და ასრულებს თავის საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეს იქიდანაც მარტივად ჩანს, თუ რა მეთოდებით და რა ხალხი(?) ცდილობს მის დისკრედიტაციას; • ამერიკელები და ნატო-ელები ამათ, მართლა დებილები ჰგონიათ, ასეთი რაღაცები ხდებოდა და მათ გამოეპარათ? მარტო 2016 წლიდან დღემდე მოიკითხონ რა სახის და რა დონის დახმარებები აქვთ გაწეული საქართველოს უსაფრთხოების სისტემისთვის; • ისევ ამერიკელებს დაუბრუნდები, ე.ი. რუსეთს ეხმარებოდნენ თუ რუსეთის მთავარ მოკავშირე საქართველოს სპეცსამსახურებს, როგორ ბინძურ ზღაპარშია აღწერილი-ნაჭორავები, არ იცოდნენ? თურმე სპეცსამსახურის უფროსი რუსებთან იყო ჩახუტებული და ეს საწყლები (ამერიკელები, ნატო) აზრზე ხომ არ იყვნენ და არ იყვნენ, და აგერ 6 წლის შემდეგ გააგებინა ნოდარ მელაძემ და სოსო გოგაშვილმა? აზრზე ხართ რას და როგორ ბოდავენ? საწყალი ამათი დამფინანსებლები, რაში ყრიან მილიონებს!” – წერს ნიკოლეიშვილი.

Continue Reading

Previous: მთელი ეს “deep-დრამატურგია”, რომ ვახტანგ გომელაურის დისკრედიტირებისთვისაა შექმნილი კარგად ჩანს. ყველაფერს ცდილობთ,რომ როგორმე ზიანი მიაყენოთ ადამიანს,რომელიც წლებია პატიოსნად ემსახურება საქართველოს
Next: დღეს გოგაშვილის სამიზნე ვახტანგ გომელაურია. მისი მიზანი ამ ღირსეული კაცის და მმართველი გუნდის დისკრედიტაციაა – თამთა მეგრელიშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025