ვიქტორ ყიფიანი განმარტავს, საიდან იღებს სათავეს ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი

436
წაკითხვა/ნახვა

საიდან იღებს სათავეს ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი, – ამის შესახებ ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თანათავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.

„ეს კონფლიქტი 1948 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც სიონიზმის დამფუძნებელი მამების წინაშე დადგა საკითხი, საერთოდ რა არის ებრაული სახელმწიფოს არსი, რამდენად უნდა იყოს ეს სახელმწიფო ებრაელთათვის, თუ უნდა იყოს სხვა ერებისთვისაც. ან კონფლიქტის გამწვავების უშუალო მიზეზი იყო აღმოსავლეთ იერუსალიმში აღმოსავლეთ იერუსალიმში რამდენიმე არაბული ოჯახის გასახლების მცდელობა, რასაც გამოძახილად მოჰყვა იგივე რამდენიმე სხვა დასახლებულ პუნქტში, რომლებიც ისრაული გაგებით ითვლება შერეულ ქალაქებად, მაგალითად ქალაქი ლოდი, სადაც არაბი მოსახლეობა ერთ მესამედს წარმოადგენს. არაბთა გადმოსახედიდან ეს არის იმ ხაზის გაგრძელება, როდესაც ისრაელი ებრაულ სახელმწიფოებრივ ფილოსოფიას, ისრაელის სახელმწიფოს დემოკრატიულობას და მის ებრაულ ხასიათსა და ბუნებას, ერთმანეთთან აიგივებს. ახლო აღმოსავლეთში ეთნიკური და რელიგიური მომენტები მწვავედ არის ერთმანეთთან გადახლართული. პალესტინელებს საერთოდ მიაჩნიათ, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმი მათი დამოუკიდებელი ქვეყნის დედაქალაქად უნდა იქცეს. მათ დაინახეს ეთნიკური საფრთხე, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმი შეიძლება იქცეს არაბებით ნაკლებად დასახლებულ ქალაქის ნაწილად, როგორც სხვა ქალაქები ისრაელში“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა

კომენტარები
მოწონება