Skip to content
19/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: არავის დავეთანხმები, ვინც იტყვის, რომ „მოსმენების კანონთან“ დაკავშირებით არსებობს ეჭვები ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობის თვალსაზრისით

მარშალ პრესი 10/09/2022
სარჯველაძე

არავის დავეთანხმები, ვინც იტყვის, რომ „მოსმენების კანონთან“ დაკავშირებით არსებობს ეჭვები ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობის თვალსაზრისით. ამას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„მართალია ითქვა, რომ თავდაპირველი განხილვები დაჩქარებული იყო, მაგრამ იყო სრულფასოვანი. მეორე ეტაპზე კი, ვეტოს დაძლევის პროცესში, დაახლოებით 6-საათიანმა საკომიტეტო განხილვამ და პლენარულ სხდომაზე დებატებმა სრულფასოვნად წარმოაჩინა, რომ ე.წ. მოსმენების კანონპროექტების საწინააღმდეგოდ, რეალური არგუმენტი არ არსებობს. არავითარი ევროპული სტანდარტი არ უარესდება. ცალკეული გადაწყვეტილებები, რომელსაც ეს კანონპროექტი ასახავს, განპირობებულია ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად. აიხსნა, რით არის ნაკარნახები ეს გადაწყვეტილება. ის არაფრით ლახავს ზღვარს, რასაც ევროპული საუკეთესო სტანდარტი ჰქვია. აქედან გამომდინარე, ამ კანონპროექტის წინააღმდეგ კრიტიკა გამართლებული არ უნდა იყოს“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძე „ხალხის ძალის“ განცხადებაზე: პირადად მე არ ვემიჯნები იმ მონათხრობს, რაც გახარიასთან დაკავშირებით იყო. იქ ბევრი სიმართლე წერია
Next: მამუკა მდინარაძემ, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.