IMG.GE IMG.GE

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში, ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

„დღეის მდგომარეობით გარდაბნის მუნიციპალიტეტში დადასტურებული 61 ფაქტია და აქედან 37 სოფელ ყარაჯალარშია. სოფელ ყარაჯალარში 2400-ზე მეტი ,,პისიარ“ ტესტია აღებული, რაც არ არის ცოტა. რეგისტრირებული მოსახლეობიდან, აქ ყველა არ ცხოვრობს, მაგრამ კიდევ უფრო გასაააქტიურებელია სამუშაო. ჩვენ ვხედავთ, რომ კიდევ არის მოსახლეობა, რომელიც პრინციპულად და კატეგორიულად არ თანამშრომლობს, რაც აძნელებს პროცესების მართვას და აჭიანურებს ამ რეჟიმს. მათ ხელთ არის ძალიან ბევრი ბერკეტი, რამდენადაც მოქნილი, ეფექტური და დროული იქნება მათი ჩართულობა ტესტების აღებაში, მით უფრო სრულყოფილად გვეცოდინება სურათი. რეალური სურათიდან გამომდინარე, უფრო ადვილად იქნება გამოსავალი ნაპოვნი, შესაბამისად შეზღუდვების კუთხით იქნება ყველა ზომა გამოყენებული იმისთვის, რომ ეს რეჟიმი უსასრულოდ არ გაგრძელდეს და გახანგრძლივდეს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში შოთა რეხვიაშვილმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება