IMG.GE IMG.GE

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილე ანა გაგლოევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაგლოევას განცხადებით, ორივე დაინფიცირებული რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტები არიან, რომლებიც კარანტინში იმყოფებოდნენ. ანა გაგლოევას ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში 49 ტესტი ჩატარდა. დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, ოკუპირებულ ცხინვალში გამოვლენილია კორონავირუსის 78 შემთხვევაა, აქედან 40 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაწერეს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება