IMG.GE IMG.GE

„ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმზღვანელი ზურაბ ქადაგიძე, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გადაწყვეტილებას, საქართველოს წინააღმდეგ დამოუკიდებელი საარბიტრაჟო დავის დაწყების შესახებ, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„ჩვევაში გადასული მავნებლობა, სწორედ ასე უნდა შეფასდეს მამუკა ხაზარაძის და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ ერთი დამფუძნებლის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ დამოუკიდებელ საარბიტრაჟო დავას იწყებს.
რა თქმა უნდა აღნიშნული დავა მამუკა ხაზარაძესთან შეთანხმების გარეშე ვერ/არ დაიწყებოდა. ცოტა უცნაური არის, ერთი მხრივ ხაზარაძე ამბობს რომ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის იბრძვის, მერე მხრივ კი პარტნიორის ხელით, საქართველოს წინააღმდეგ ფარულ ბრძოლას აწარმოებს.
ახლა კი რაც შეეხება ღია ბრძოლას და ანაკლიის კონსორციუმს, ღიად ვაცხადებ, რომ ანაკლიის განვითრების კონსორციუმის წამოწყებულ საოცადაობას (სამართლებრივ დავასაც ვერ დავარქმევ ) პერსპექტივა არ აქვს, რადგან ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა არაერთხელ დაარღვია ტენდერით გათვალსიწნებული პირობები, ვერ მოიზიდა ინვესტორი და საკუთარი ჩაფლავება სახელმწიფოს გადააბრალა. 4 წელი ვუყურებდით თუ როგორ გვატყუებდა კონსორციუმი, როგორ ცდილობდა ხაზარაძე ხელი შეეშალა სახელმწიფოსთვის მნიშნელოვანი ობიექტის მშნებელობისთვის. ანაკლიას პირველი გემ(ი)ები 2020 წლის დასაწყისში უნდა მიეღო, რაც რა თქმა უნდა შეუძლებელი აღმოჩნდა. კონსორციუმმა ვერ შეძლო ფინანსური რესურსის მობილიზება, რის გამოც მშენებლობის დაწყება რამდენჯერმე გადავადდა. სახელმწიფომ კი ნაცვლად იმისა, რომ კონსორციუმი დაეჯარიმებინა, ხელი შეუწყო, ჯარიმა არ დააკისრა, მშენებლობის დაწყება გადაუვადა, მაგრამ შედეგად მხოლოდ დაუნახავობა და უმადურობა მივიღეთ.აქ იყო ორი მხარე, სახელმწიფო და კონსორციუმი, ჩვენ ვნახეთ რომ სახელმწიფო პირნათლად ასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, მოახდინა მოსახლეობისგან მიწების შესყიდვა(საუბარია ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების მიწის ფართობზე) რომელიც კონსორციუმს უსასყიდლოდ გადაეცა, ასევე სახელმწიფომ დაიწყო პორტამდე მისასვლელი სარკინიგზო გზის მშენებლობა, კონსორციუმის შემხვედრი ნაბიჯი კი უმოქმედობა იყო. სწორედ ფაქტების გათვალსიწნებით ვამბობ, რომ ანაკლიის კონსორციუმის შეტანილი საარბიტრაჟო სასჯელი მარცხისთვის არის განწირული.
ახლა კი ოპოზიცია, მათ შორის მამუკა ხაზარაძე ცდილობს, საკუთარი ლობისტების, მეგობრების და უცხო ქვეყნის სხვა წარმოამდგენლების კრიტიკით არჩევნები მოიგონ, მაგრამ ავიწყდებათ მთავარი, რომ საქართველოში არჩევნების ბედს ქართველი ხალხი წყვეტს, რომელიც კარგად ხედავს შავს და თეთრს. შესაბამისად საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ დაფინანსებული თავდასხმები, ფულის ტყული ყრა არის, რომელიც ოპოზიციის რეიტინგის სტაგნაციას შეუწყობს ხელს და არა მის ზრდას.“ – წერს ზურაბ ქადაგიძე. 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება