„სიენენი“ – „თალიბანი“ სავარაუდოდ ტრილიონი დოლარის ღირებულების მინერალებს აკონტროლებს, რომელიც მსოფლიოს აუცილებლად სჭირდება

1079
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

სიენენის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ავღანეთი მსოფლიოში უღარიბესი ქვეყანაა, მაგრამ 2010 წელს აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნებმა და გეოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ქვეყანას აქვს მინერალების დიდი მარაგი, რომლის ღირებულებას სავარაუდოდ ტრილიონ დოლარს აღწევს.

„სასარგებლო წიაღისეულის, როგორიცაა რკინა, სპილენძი და ოქრო, მიმოფანტულია მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ასევე ავღანეთში არის უიშვიათესი მინერალებიც, მათ შორის არის ლითიუმი. ლითიუმი კი გახლავთ მნიშვნელოვანი მინერალი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა გაჯეტებისაკუმულატორებსა და სხვა ტექნოლოგიებში, რომლებიც საჭიროა კლიმატური კრიზისის დასაძლევად და მსოფლიო მის დეფიციტს განიცდის“, – წერს „სიენენი“.

სტატიაში ნათქვამია, რომ აღნიშნული მინერალების მოპოვება ავღანეთში უსაფრთხოების კუთხით არსებული რთული სიტუაციისა, გვალვისა და ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო, წარსულში ვერ მოხერხდა.

„ეს პირობები „თალიბანის“ მმართველობის დროს დიდი ალბათობით არ შეიცვლება, მაგრამ მაინც არსებობს დიდი ინტერესი ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ჩინეთი, პაკისტანი და ინდოეთი, რომლებიც მაინც შეეცდებიან ავღანეთში ამ მინერალების მოპოვებას“, – ნათქვამია სტატიაში.

სიენენის“ ცნობით, ავღანეთმა ლითიუმის მარაგით შესალოა, კონკურენცია გაუწიოს ბოლოვიასაც კი, სადაც ამ მინერალის უმსხვილესი მარაგი არსებობს.

„თუ ავღანეთში იქნება რამდენიმეწლიანი მშვიდობა და მინერალური რესურსების განვითარება შესაძლებელი გახდება, მაშინ მას შეუძლია, გახდეს მსოფლიოში უმდიდრესი ქვეყანა ამ რეგიონში“, – წერს „სიენენი“.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება