IMG.GE IMG.GE

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების ნაწილი გათავისუფლებული კოლეგების – გიორგი მურვანიძის, ბაჩო გურაბანიძისა და გუგა ქადიძის სამსახურში აღდგენას ითხოვენ. თანამშრომლებმა ადმინისტრაციას მიმართეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართოს. მათ კოლეგების სამსახურში აღდგენის მოტივით ხელმოწერებიც შეაგროვეს.

“ჩვენი სამი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ესენი არიან: გიორგი მურვანიძე, ბაჩო გურაბანიძე და გუგა ქადიძე, რომლებიც ტელევიზიის საყრდენი ძალაა. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ გადაიხედოს ეს გადაწყვეტილება, მრჩეველთა საბჭოსთან და მენეჯმენტთან შეხვედრას ვითხოვთ, რადგამ ამ თემაზე დიალოგი დაიწყოს”, – განაცხადა ლეილა შავიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ აჭარის მაუწყებლის ხელმძღვანელობამ არხის სამი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილებას თანამშრომლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება