Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ერდოღანი: თურქეთმა შეიძლება სხვა ქვეყნებს მიმართოს, როგორიცაა რუსეთი, თუ აშშ F-16-ის მიწოდებასთან დაკავშირებით დაპირებას არ შეასრულებს

მარშალ პრესი 09/09/2022
ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთმა შეიძლება სხვა ქვეყნებს მიმართოს, როგორიცაა რუსეთი, თუ აშშ გამანადგურებელი F-16-ის მიწოდებასთან დაკავშირებით დაპირებას არ შეასრულებს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ივლისში კანონი დაამტკიცა, რომელიც კრძალავს ანკარასთვის F-16-ის გაყიდვას, თუ ბაიდენის ადმინისტრაცია არ დაადასტურებს, რომ ეს აუცილებელია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

ერდოღანმა ასევე გაიხსენა, რომ ბაიდენმა მას ივნისში განუცხადა, რომ „გააგრძელებს მხარდაჭერას F-16-ის მიწოდებასთან დაკავშირებით“.

„აშშ არ არის მსოფლიოში ერთადერთი, ვინც სამხედრო თვითმფრინავებს ყიდის. მათ ასევე ყიდიან დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და რუსეთი. მათი შეძენა შესაძლებელია სხვა ადგილებიდან და სხვები გვიგზავნიან სიგნალებს“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

Post navigation

Previous: პროკურატურამ დაბა ბახმაროში სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტები გამოავლინა
Next: გრიგოლ ლილუაშვილი: 2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ცალკეული ქვეყნებისა და მათი სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.