კახა კუჭავა – „ცოლიკაური“, „ჩხავერი“, რომელიც ყველას გვიყვარს და ვაგემოვნებთ, ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ მთიანი აჭარიდანაა და კლიმატიდან გამომდინარე, განსაკუთრებული გემოს მატარებელია

224
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მათ, ვისაც უყვარს მთაში სიარული, ზუსტად ეს მთები უნდა ნახონ, თუ რამდენად განსხვავებულია საქართველოს ნებისმიერი კუთხისგან და რამდენად მრავალფეროვანი, საინტერესოა ბუნებაა აქ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ქედაში „ქართული ოცნების“ ქედის მერობის კანდიდატის, როლანდ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, ყველა უნდა ესტუმროს მთიან აჭარას, თავისი წვლილი შეიტანოს შიდა ტურიზმის განვითარებაში და დატკბეს ამ ხალხთან ურთიერთობით, სილამაზის დათვალიერებით

„მიხარია, რომ კიდევ ერთხელ დავბრუნდი ამ ულამაზეს მხარეში. როდესაც თითოეული ქართველი, თუნდაც უცხოელი აჭარაზე საუბრობს, პირველი რაც მოაგონდება ეს არის ზღვა, სანაპირო, აჭარული ხაჭაპური და სამწუხაროდ, ძალიან ცოტა საუბრობს მთიან აჭარაზე, რომელიც მართლაც უნიკალური და გამორჩეულია-არ ვგულისხმობ მხოლოდ ბუნებას, თავის სუბტროპიკული ჰავით და კლიმატით, რაც აბსოლუტურად სხვა რეალობას ქმნის.

ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მათ, ვისაც უყვარს მთაში სიარული, ზუსტად ეს მთები უნდა ნახონ, თუ რამდენად განსხვავებულია საქართველოს ნებისმიერი კუთხისგან და რამდენად მრავალფეროვანი, საინტერესოა ბუნებაა აქ. მხოლოდ ეს არ არის. კიდევ ძალიან ბევრი საკითხია, რაც აუცილებელია ვიცოდეთ. მაგალითად მეღვინეობა – მეღვინეობაზე საუბრისას, ყველას ახსენდება კახეთი, ქართლი. ბევრმა იცის, მაგრამ უფრო მეტმა უნდა გაიგოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეღვინეობა ქედაში. ცნობილი ქედის „ცოლიკაურით“, „ჩხავერით“, რომელიც ყველას გვიყვარს და ვაგემოვნებთ, ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ მთიანი აჭარიდანაა და კლიმატიდან გამომდინარე, გამორჩეული და განსაკუთრებული გემოს მატარებელია. აღარ ვსაუბრობ სოფლის მეურნეობაზე – ხილის გადამამუშავებელი საწარმოებიდან დაწყებული, ბევრი მიმართულებაა და ამ საქმიანობაში ჩართულია მრავალფეროვანი, მრავალეთნიკური მოსახლეობა, რომელიც შრომობს და ქმნის სარგებელს თავისი ოჯახისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ვთვლი, რომ შესაძლებლობები, პოტენციალი გაცილებით დიდია და ზუსტად ეს უნდა იყოს ახალი მერის, საკრებულოს საზრუნავი. ის სიმდიდრე, რომელიც აქ არის და მთელი ქვეყნის სიმდიდრეა, მაქსიმალურად უნდა მივიტანოთ თითოეულ ადამიანამდე, რადგან აგროტურიზმს, ეკოტურიზმს ნამდვილად დიდი პოტენციალი აქვს.

ყველა უნდა ესტუმროს მთიან აჭარას, თავისი წვლილი შეიტანოს შიდა ტურიზმის განვითარებაში და დატკბეს ამ ხალხთან ურთიერთობით, სილამაზის დათვალიერებით. სოფლებთან კომუნიკაცია, ახალგაზრდობის მეტი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში -ესაა ის, რასაც ჩვენ მერისგან და საკრებულოსგან ველოდებით და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. თქვენ გყავთ ძლიერი კანდიდატი, რომლის გამარჯვებაშიც დარწმუნებული ვართ და ოთხი წლის შემდეგ, ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ კონკრეტულ შედეგებზე, რასაც ახალმა მერმა, საკრებულომ, „ქართული ოცნების“ გუნდმა მიაღწია ამ მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა კუჭავამ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება