Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გრიგოლ ლილუაშვილი: მსურს, პატივისცემა დავუდასტურო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისთვის, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში საკუთარ სამშობლოს ემსახურებიან

მარშალ პრესი 09/09/2022
გრიგოლ ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტს 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

გრიგოლ ლილუაშვილმა 2021 წელს ქვეყნის წინაშე განვითარებული უსაფრთხოების პროცესები მიმოიხილა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საფრთხეებისა და გამოწვევების საპასუხოდ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ოკუპაციაზე, კონტრტერორისტულ და კონტრდაზვერვით საქმიანობაზე, ასევე, კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, საანგარიშო პერიოდში საქმიანობის განხორციელებისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა კოორდინირებული მუშაობა და თანამშრომლობა როგორც საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან, ასევე სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მისივე თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიზნით სამსახურის მიერ გადადგმული ნაბიჯები.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტს, მან ასევე დიდი მადლიერება და პატივისცემა გამოხატა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლის მიმართ, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ემსახურებიან სამშობლოს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ სხდომა დახურულ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

Post navigation

Previous: ევროკომისიის, უკრაინის მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი შეფასებით, უკრაინის აღდგენას 349 მილიარდი დოლარი სჭირდება
Next: გრიგოლ ლილუაშვილი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სტრატეგიულ მოკავშირეებთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.