IMG.GE IMG.GE

„საქართველო, ნატოს მისიებში გლობალურ დონეზე, ერთ სულ მოსახლეზე, ჯარების ყველაზე დიდი კონტრიბუტორია“, – წერს The Parliament magazine სტატიაში, სათაურით „ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტის შეფასება“.

სტატიის ავტორი, პოლონელი პოლიტიკოსი და ევროპარლამენტის წევრი, რიცარდ ცარნეკი აღნიშნავს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც შედგება თავისუფალი დასავლური სამყაროდან არჩეული წევრებისგან, მხარს უჭერს საქართველოს ამბიციას.

„აშშ-ს როგორც დემოკრატმა, ისე რესპუბლიკელმა პრეზიდენტებმა, ერთმანეთის მიყოლებით აღიარეს ეს და მხარი დაუჭირეს ქვეყნის მცდელობებს, გაეძლიერებინა მისი პროდასავლური და დემოკრატიული ტრადიციები. დღესდღეობით, საქართველო არის ჯარების ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ერთ სულ მოსახლეზე ნატოს მისიებში გლობალურ დონეზე” – აღნიშნავს ავტორი.

როგორც რიცარდ ცარნეკი წერს, მაშინ, როცა დასავლური სამყარო ნელ – ნელა იწყებს COVID-19- ის შეზღუდვების მოხსნას, აშკარად გამოიკვეთა, რომ პანდემიამ დააჩქარა გარკვეული გეოპოლიტიკური პრიორიტეტები და წარმოქმნა სერიოზული კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ მიუდგება ევროპა ამ საკითხებს.

ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ კორონავირუსის წარმოშობის პოტენციური საერთაშორისო გამოძიების ფონზე – ევროკომისიამ და ევროკავშირის წამყვანმა მთავრობებმა უნდა დაიწყონ სტრატეგიული ფიქრი ახალ გეოპოლიტიკური ლანდშაფტის შესახებ.

„უნდა დავიწყოთ საკუთარი სამეზობლოდან. პოლონეთმა, ბალტიის ქვეყნებმა და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებმა დიდი სარგებელი მიიღეს ნატოსა და ევროკავშირის წევრობისგან. ეს სახელმწიფოები რომ არ შეერთებოდა დასავლეთის ალიანსს, ძნელი წარმოსადგენი არაა, რა მოხდებოდა: შედეგი თამაშდება ყირიმის, დონბას, აფხაზეთისა და ცხინვალის ქუჩებსა და მინდვრებში“ – ვკითხულობთ სტატიაში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება