IMG.GE IMG.GE

პანდემიის პირობებში ინფიცირების ერთეული შემთხვევა ყოველთვის მოსალოდნელია – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, COVID 19-ის მეორე ტალღასთან დაკავშირებით მოლოდინი მთელ მსოფლიოში არსებობს და ამ შემთხვევაში ვერც საქართველო იქნება გამონაკლისი.

როგორც მინისტრი ამბობს, ინფიცირებულთა რაოდენობის მატებას ჩვენს ქვეყანაშიც ელოდებიან, ამიტომ მნიშვნელოვანი ღონისძიებებია გასატარებელი როგორც სისტემის მზაობის, ასევე მოქალაქეებთან კოორდინაციის კუთხითაც, რადგან საზოგადოება მეტად დამყოლი იყოს სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 8 ადამიანს დაუდასტურდა, 5 კი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 168 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 940-ს შეადგენს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება