დღეს 15 მაისია, მავნებელ-რადიკალების მიზნების ჩაფლავების დღე, აფსუს, რა დრო იყო კლიმატურ პირობებს, რომ აბრალებდით ხალხის ვერ შეკრებას

247
წაკითხვა/ნახვა

დღეს 15 მაისია, მავნებელ-რადიკალების მიზნების ჩაფლავების დღე, აფსუს, რა დრო იყო კლიმატურ პირობებს, რომ აბრალებდით ხალხის ვერ შეკრებას, – ამის შესახებ ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს 15 მაისია. დღე, როდესაც თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან აფილირებულ ოპოზიციას დაუჯერებდი გადავსებული უნდა ყოფილიყო რუსთაველის პროსპექტი-გრანდიოზული მიტინგი, სადაც მათი მომხრეების არმიები შეიკრიბებოდნენ და არ დაიშლებოდნენ მანამ სანამ…

…მანამდე კი ყველა რეგიონის, დიდი თუ პატარა ქალაქების, სოფლების თუ დასახლებული პუნქტების შემოვლა, თითოეულის ოჯახში მისვლა და დარწმუნება, რომ ოპოზიციას დიადი და სერიოზული მიზნები გააჩნია…და ამიტომ მთელი საქართველო მათ გვერდით უნდა დადგეს…ვაი, მანამდე არ გეტკინოთ არაფერი, არათუ მათ გვერდით, როგორც ჩანს მათ სიახლოვესაც არ უნდა არავის ყოფნა!

ვინმეს თუ ჰგონია, რომ თვითონ არ იციან რამდენი მხარდამჭერი ჰყავთ, ძალიან სცდება, იცის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა დამქაშებმა, რაც დაემართათ, 6 თვე რომ ტყუილად იჭიჭყინა და რასაც ბოიკოტი დაარქვა, ტყვილად რომ იბრიქებოდა მელიას „ვერ დაიჭერ და მერე ციხიდან არ გამოვას“ „უნიკალური პოლიტიკური თამაშით“, მერე „პარლამენტში არ შევალთ“ მუქარა იყო სასტიკი და მტკიცე, საერთოდ, სიმტკიცე და სიტყვის არ გატეხვა მათი ყველაზე სერიოზული ნიშან-თვისება რომ არის ფაქტია!

დღეს 15 მაისია, მავნებელ-რადიკალების მიზნების ჩაფლავების დღე-აფსუს, რა დრო იყო კლიმატურ პირობებს, რომ აბრალებდით ხალხის ვერ შეკრებას, ჯერ ცივაო, დათბესო, აფსუს რა ამინდებია, მაგრამ ხალხი არა და არ გამოდის გაკოტრებულ და სიტყვის გამტეხ მავნებელი პარტიების მხარდასაჭერად!

წინ თვითმმართველობის არჩევნებია, ხვდებით ალბათ, რაც გელით, გაყალბდა, გაყალბდას ძახილი აღარ გამოვა, ახალს მოიფიქრებთ რამეს? მე გირჩევდით- ზოგმა პარტიამ დროა პოლიტიკური თვითლიკვიდაცია გამოაცხადოს (მაინც და ისედაც იშლებით!), ხოლო ზოგიერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა უბრალოდ პოლიტიკას და ხალხს შეეშვით-ხომ ხედავთ არც იცით და არც გამოგდით ეს საქმე“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები
მოწონება