IMG.GE IMG.GE

„ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე ევროპელი ყოველდღე იღვიძებს რუსეთის მხრიდან კიბერ ან ფიზიკური თავდასხმის შიშით. ალბათ ქვეყანა, რომელსაც ამ ბორკილის გატეხვის საუკეთესო შანსი აქვს, საქართველოა. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც შედგება თავისუფალი დასავლური სამყაროდან არჩეული წევრებისგან, მხარს უჭერს საქართველოს ამბიციას“, – წერს The Parliament magazine სტატიაში, სათაურით „ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტის შეფასება“.

„აშშ-ის როგორც დემოკრატმა, ისე რესპუბლიკელმა პრეზიდენტებმა, ერთმანეთის მიყოლებით აღიარეს ეს და მხარი დაუჭირეს ქვეყნის მცდელობებს, გაეძლიერებინა მისი პროდასავლური და დემოკრატიული ტრადიციები. დღესდღეობით, საქართველო არის ჯარების ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ერთ სულ მოსახლეზე ნატოს მისიებში გლობალურ დონეზე.

საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, თუმცა ძალიან ძველი ისტორიის მქონე: ახალგაზრდა დემოკრატიები არ არის სრულყოფილი; ისინი განსხვავებულად ვითარდებიან და ყველას აქვს გასათვალისწინებელი უნიკალური კულტურული და გეოგრაფიული კონტექსტი. როდესაც საქართველო ამ გზას თავად გადის, მთავრობას სჭირდება და იმსახურებს მხარდაჭერასა და მეგობრობას ბრიუსელიდან, ვარშავადან და ევროპის სხვა მნიშვნელოვანი დედაქალაქებიდან, მათ შორის ბერლინის, ლონდონისა და პარიზის ძველი დემოკრატიებიდან”, – ნათქვამია სტატიაში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება