რეალურად ვინ ჩაურიცხა ნიკა მელიას გირაოს თანხა – ჟურნალისტი ნუკა არველაძე განცხადებას ავრცელებს

6307
წაკითხვა/ნახვა
ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში ნიკა მელიას გირაოს შესახებ განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“მელიას და #ნაცგაერთოპოზიციის ჭირთა ვარამი
▪️არსებული რეალობით, ე.წ. გირაოს გადახდის აღტკინება არაფერია თუ არა ისევ საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა, რადგან:
1. პოლიტიკურ პატიმრად კი არ აღიარა ევროპამ მელია, არამედ ის აღიარა ქვეყანაში პოლიტიკური პრობლემის წყაროდ, რომელსაც ქვეყანა დესტრუქციისკენ და ესკალაციისკენ მიაქანებდა!!
2. მიშელის დოკუმენტით კრიმინალი პოლიტუკოსი ნიკა მელია და ასევე მკვლელობებში ეჭვმიტანილი და ამერიკიდან დანაშაულის გამო დეპორტირებული რურუა არა პოლიტპატიმრად ასაღიარებლად შედგა არამედ ეს არის – კრიზისის განსამუხტი ფაქტი!
და ეს არ არის პოლიტპატიმრების გასათავისუფლებელი დოკუმენტი!!!!!
▪️ევროსაბჭოს პოლიტპატიმართა გასათავისუფლებელი დოკუმენტი აქვს გაკეთებული აზერბაიჯანის მთავრიბისთვის 2012 წელს და შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტში როგორ გამოიყურება ის დოკუმენტი.
ასე რომ Charles MICHEL ის დოკუმენტი არ იყო და არც ეხებოდა პოლიტ პატიმრებს
მიშელის დოკუმენტი ეხებოდა, ე.წ. პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას და ამისთვის მელიას განთავისუფლება იქნებოდა საჭირო თუ ხის დარგვა ეს სულერთი იყო შუამავლებისთვის.
▪️ შეცდომაა და არასწორია იმის დაბრალება მედიატორებზე რაც მათ არც უთქვამთ და არც უგულისხმიათ რაც მთავარია!!!
▪️მაგრამ საგულისხმო და გასაკვირია ხაზაეაძე-ჯაფარიძის ევროპული ვოიაჟი და ნაცების განსაკუთრებული მადლიერება მათ მიმართ, რაც ვარაუდს და ეჭვს ბადებს, რომ სწორედ ჯაფარიძე-ხაზარაძის 40 ათასი ჩაირიცხა ევროპული ფონდის გავლით – ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება 
რატომ?
➖ თუ ფული ფონდისაა და ფონდს შეეძლო ამ ფულის ჩარიცხვა გირაოს თანხად ბიუჯეტში მაშინ რატომ პირდაპირ არ ჩარიცხა? და რატომ მიადგნენ უცნაურ ხვრელს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სახით და მათი ხელით რატომ გადარიცხა?
▪️ასე რომ: საქართველო ევროკავშირის ურთიერთობას ნუ დააკნინებთ – გეყოთ რუსული თამაშები და ადამანებით მანიპულირება!!!!” – წერს არველაძე
ამავე თემაზე:
კომენტარები
მოწონება