გია გაბრიჭიძე – ე.წ. თავისუფალმა მედიამ აიტაცა და საზოგადოების ფორსირებული დაბომბვა განახორციელა ინფორმაციით, რომ „მსაჯულებმა გაამართლეს ტაქსისტი, რომელმაც პუტინისტი რუსები გომბორზე დატოვა“

970X90

ხალხი იმდენად ჩაეფლო თავიანთ მანიაკალურ ვნებებში, რომ იმ გიენას მსგავსად, რომელმაც სისხლის სუნი იყნოსა, აღარაფერს დაგიდევთ და ყველა საშუალებით ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ ქვეყანას. უბრალოდ მინდა მივმართო პროკურატურას, რომ გამოიკვლიონ ლიატუვას მოქალაქის, როგორც ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნის წარომადგენლის გატაცების და ამ ფაქტის გარშემო განხორციელებული ცრუ ინფორმაციის გავრცელების შემთხვევა და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. ასევე ინფორმაცია ამ ფაქტის დამახინჯებული ფორმით გამავრცელებელი მედიასაშუალებების შესახებ მიეწოდოს აშშ და ლიეტუვის საელჩოებს, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობას – წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

„ე.წ. თავისუფალმა მედიამ აიტაცა და საზოგადოების ფორსირებული დაბომბვა განახორციელა ინფორმაციით, რომ „მსაჯულებმა გაამართლეს ტაქსისტი, რომელმაც პუტინისტი რუსები გომბორზე დატოვა“. „მოკლედ, ისტორია ასეთია: ტაქსის მძღოლს მანქანაში ორი პუტინისტი რუსი ჩაუჯდა, თბილისის აეროპორტში. მძღოლიც ადგა და უკრაინული სიმღერები ჩაურთო. შეკამათდნენ. მძღოლმა ისეთ ადგილზე მიგიყვანთ იქედან უფრო მარტივად მიხვალთ ფეხით სასტუმრომდეო. სასტუმრო თბილისშია. წაიყვანა გომბორის უღელტეხილზე, ჩამოსვა და აბა თქვენ იცითო. პუტინისტები გაბრაზდნენ და უჩივლეს ტაქსის მძღოლს, ოღონდ ტაქსის კომპანიაში კი არა, პროკურატურაში, გაგვიტაცა და თავისუფლება უკანონოდ შეგვიზღუდა, თან ეთნიკური ნიშნითო” – წერს ადვოკატი ირაკლი კუპრაძე. რა მოხდა სინამდვილეში: გთავაზობთ ამონარიდს პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან: – საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, 2022 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 04:30 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიეტუვის და რუსეთის მოქალაქეებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი, კომპანია „იანდექსის“ აპლიკაციით გამოძახებული ტაქსით, თბილისში მშრალი ხიდის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ სასტუმრომდე იმგზავრეს, სადაც ბრალდებულმა მათ მგზავრობის საფასურად 195 ლარის გადახდა მოსთხოვა, რაც რამდენჯერმე აღემატებოდა აპლიკაციაში მითითებულ მგზავრობის ღირებულებას – 23 ლარს. აღნიშნულის გამო, მგზავრები და ტაქსის მძღოლი შეკამათდნენ, რა დროსაც მგზავრებმა ბრალდებულს ახლომდებარე პოლიციის დაწესებულებაში მისვლა და თანხის ანაზღაურების საკითხის კანონიერად გადაწყვეტა შესთავაზეს. ხსენებულით განაწყენებულმა ბრალდებულმა დაძრა ავტომანქანა და გაემართა უკან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და დაზარალებულები პოლიციის განყოფილების ნაცვლად, მანქანის გაუჩერებლად, ჩაკეტილი კარებით, მათი ნების საწინააღმდეგოდ გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის მიმართულებით, დაუსახლებელ, უკაცრიელ ადგილას წაიყვანა და თავისუფლების სანაცვლოდ 500 ლარის გადახდა მოსთხოვა. ვაზიანიდან კახეთის მიმართულებით მოძრაობისას მგზავრებმა ისარგებლეს მომენტით და გადახტნენ წამიერად შეჩერებული ავტომანქანიდან, თუმცა ბრალდებულმა სცადა არ მიეცა დაზარალებულებისთვის ამის საშუალება და კვლავ დაძრა ავტომანქანა, რის გამოც ერთ-ერთი მგზავრი გადმოვარდა ავტომანქანიდან და სახისა და კიდურების არეში მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები. ავტომანქანიდან მგზავრების გადახტომისა და გაქცევის შემდეგ, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ მან გააჩერა ავტომანქანა და მგზავრების ბარგი გზაზე გადაყარა. გადმოხტომით მოძალადისგან თავის დაღწევის შემდეგ, დაზარალებულები ტელეფონით დაუკავშირდნენ და მომხდარის შესახებ შეატყობინეს ლიეტუვის მოქალაქის ნაცნობს, რომელიც თავის მხრივ დაუკავშირდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ – 112-ს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე დაზარალებულთა დასახმარებლად მივიდნენ. 2022 წლის 13 აპრილს, ტაქსის მძღოლს ბრალდება სსკ-ის 143-3-გ მუხლით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა პატიმრობა. არ დავიწყებ იმის განხილვას, თუ როგორ ექცევიან ტაქსის მძღოლების საკმაოდ დიდი ნაწილი ქართველ მგზავრებს და რას იზამენ უცხოელებთან მიმართებაში, რადგანაც ყველამ კარგად ვიცით. არც იმაზე ვიმსჯელებ, თუ როგორ დაადგინა მძღოლმა, რომ მისი მგზავრები „პუტინისტი რუსები იყვნენ“ (გულზე Z ეწერათ, თუ სიმღერა „ტიჟ მენე პიდმანულა“ შეაწყვეტინეს და მძღოლის შეძახილზე „პუტინ ხუილო“, ჩხუბი დაუწყეს. უბრალოდ ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ უკუღმა- მედასავლეთეებმა საქართველოში დაამკვიდრეს ჰომოფობიის ახალი ტალღა, რომელიც მიმართულია ყოველგვარი რუსულის წინააღმდეგ და საკმარისია ამის შესახებ არამც თუ ხმამაღლა განაცხადო, ან თუნდაც გაჩუმდე, მაშინვე იწყება ბულინგი და გეწებება „პუტინისტის“ იარლიყი (ბულინგის შემმთხვევას ახლაც ვხედავთ ხვიჩა კვარაცხელიას მაგალითზე). ის ხალხი იმდენად ჩაეფლო თავიანთ მანიაკალურ ვნებებში, რომ იმ გიენას მსგავსად, რომელმაც სისხლის სუნი იყნოსა, აღარაფერს დაგიდევთ და ყველა საშუალებით ცდილობს რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ ქვეყანას. უბრალოდ მინდა მივმართო პროკურატურას, რომ გამოიკვლიონ ლიატუვას მოქალაქის, როგორც ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნის წარომადგენლის გატაცების და ამ ფაქტის გარშემო განხორციელებული ცრუ ინფორმაციის გავრცელების შემთხვევა და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. ასევე ინფორმაცია ამ ფაქტის დამახინჯებული ფორმით გამავრცელებელი მედიასაშუალებების შესახებ მიეწოდოს აშშ და ლიეტუვის საელჩოებს, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობას. ჩემის მხრივ კი უბრალოდ ვიტყვი, რომ ასეთი ხალხის გვერდით ცხოვრება უკვე მართლაც საშიშია.“ – წერს გაბრიჭიძე facebook – ზე.

970X90
გაზიარება