Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

შიდა ქართლის პოლიციამ არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

მარშალ პრესი 08/09/2022
შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული ნ.ბ. არასრულწლოვანისს მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურად იძალადა.

პოლიციამ ნ.ბ., ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Post navigation

Previous: გია აბაშიძე ფონ კრამონზე: ამგვარ უსაქციელო სუბიექტს, რომელიც ბედავს და ლანძღავს სუვერენული სახელმწიფოს მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, უნდა აეკრძალოს საქართველოში შემოსვლა
Next: ანრი ოხანაშვილი აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სამართლებრივი არგუმენტების გარეშე გაკეთებული ასეთი განცხადება რადიკალურ ოპოზიციას აძლევს უფრო მეტი რადიკალიზაციის საბაბს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.