Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვლადიმერ ბოჟაძე: სამარცხვინოა, როცა რადიკალურ ოპოზიციას თავი ,,პროდასავლურ ძალად“ მოაქვს და ამ დროს არც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აქვთ წაკითხული და არც ევროსაბჭოს დირექტივების შესახებ სმენიათ რამე

მარშალ პრესი 08/09/2022
ლადო ბოჟაძე

ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი არის არა საქართველოს, არამედ ,,ნაციონალური მოძრაობის” მეგობარი, თანაც უკვე ძალიან დიდი ხანია, სწორედ ამიტომ შესტკივა გული დამნაშავე რეჟიმის დაპატიმრებულ ლიდერებზე, ხან მიხეილ სააკაშვილის ნახვა სწყურია და ხან ნიკა გვარამიასი,- ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას.

როგორც ბოჟაძე წერს, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების ერთ-ერთი გარანტი, სწორედ ირაკლი კობახიძეა.

,,ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი არის არა საქართველოს, არამედ ,,ნაციონალური მოძრაობის” მეგობარი, თანაც უკვე ძალიან დიდი ხანია, სწორედ ამიტომ შესტკივა გული დამნაშავე რეჟიმის დაპატიმრებულ ლიდერებზე, ხან მიხეილ სააკაშვილის ნახვა სწყურია და ხან ნიკა გვარამიასი, მანამდე სხვა ნაცჯალათებსაც ხშირად სტუმრობდა საკანში. ჩემო ვიოლა, საწყალი საქართველო და ქართველი ხალხი უკეთესს რომ იმსახურებდა იმიტომაც გაუშვა შენი საყვარელი ,,ნაცმოძრაობა” 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით პოლიტიკურ მოუსვლელში, ხოლო მათი ხელისუფლებაში არასდროს დაბრუნების ერთ-ერთი გარანტი ირაკლი კობახიძეა, დიახ, ვერასდროს დაბრუნდებიან თქვენთვის ძვირფასი ნაცრეჟიმი, ვერასდროს! საქართველოში იქნება მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ჩვენი ქვეყნის მტრების ჯინაზე! ახლა ჯერ მაღლა აფრინდით და მერე დაეშვით ყველაზე ქვემოთ, სწორედ იქ სადაც თქვენი ქართველი მეგობრები გელოდებიან!” – წერს ბოჟაძე.

Post navigation

Previous: ირაკლი ლატარია ვიოლა ფონ კრამონზე: ყველამ ვიცით, თავის ქვეყანაში ეს არასოდეს არაფრის გამკეთებელია, უბრალოდ რაღაც ტომად მივაჩნივართ და ჰგონია, რომ თავში ხელი უნდა წამოგვარტყას და ჩვენც მადლობა უნდა ვუთხრათ
Next: გია აბაშიძე ფონ კრამონზე: ამგვარ უსაქციელო სუბიექტს, რომელიც ბედავს და ლანძღავს სუვერენული სახელმწიფოს მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, უნდა აეკრძალოს საქართველოში შემოსვლა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.