პაციენტებს საველე ჰოსპიტალში მივიღებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჰოსპიტალურ სექტორში რესურსი აღარ იქნება – ტიკარაძე

139
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რომ დიღმის ოლიმპიურ სოფელში მოწყობილი საველე ჰოსპიტალი არის აღჭურვილი პაციენტებისთვის საჭირო ყველა მომსახურების გასაწევად და პაციენტების სამედიცინო უზრუნველყოფაა დაგეგმილია კონკრეტულად ამ ლოკაციაზე.

„სამგორში გაშლილი სივრცე მე არ მინახავას, შესაბამისად, ვერ მოგაწვდით სამგორთან დაკავშირებით ინფორმაციას, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტროს და სამედიცინო ჰოლდინგის მიერ დაგეგმილია პაციენტების მომსახურება კონკრეტულად ამ ლოკაციაზე და ეს ლოკაცია არის აღჭურვილი პაციენტების მისაღებად, პაცენტებისთვის საჭირო ყველა მომსახურების გასაწევად. პაციენტების სამედიცინო უზრუნველყოფა დაგეგმილია კონკრეტულად ამ ლოკაციაზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ჰოსპიტალური სექტორის რესურსს მაქსიმალურად გამოიყენებენ.

„ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჰოსპიტალური სექტორის რესურსს, მაქსიმალურად ვმართავთ პაციენტების ნაკადებს ჰოსპიტალურ სექტორში. მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღარ იქნება რესურსი ჰოსპიტალურ სექტორში, ვგულისხმობ ჰოსპიტალური სექტორიდან პაცინტების გადაყვანას კლინიკურ სასტუმროებში, როდესაც ამის შესაძლებლობა აღარ იქნება და სრულად იქნება გამოყენებული ყველა საწოლი, მხოლოდ მას შემდეგ მივიღებთ პაციენტებს ამ ლოკაციაზე“, – აღნიშნა ტიკარაძემ, რომელმაც დიღმის ოლიმპიურ სოფელში მოწყობილი საველე ჰოსპიტალი დაათვალიერა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება