Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: პარტნიორული ურთიერთობები აგენტების დაშვებას და მათი მეშვეობით ურთიერთობას არ ითვალისწინებს

მარშალ პრესი 08/09/2022
დიმიტრი ხუნდაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის” წევრი დიმიტრი ხუნდაძე მათ მიერ გამოქვეყნებულ წერილზე ოპოზიციის კომენტარებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ წერილმა თავად გამოააშკარავა უცხო ქვეყნის აგენტები საქართველოში.

მისი თქმით, პარტნიორული ურთიერთობები კი აგენტების დაშვებას და მათი მეშვეობით ურთიერთობას არ ითვალისწინებს.

„ამ წერილმა არა მხოლოდ აგენტები გატესტა, რომელთა შორის საკუთარი თავის ღიად გამოაშკარავება თავადვე დაიწყეს, არამედ გატესტა დამოკიდებულებაც საკუთარი ქვეყნის ინტერესების პრიორიტეტულობაზეც, პროცესში მონაწილეთა შორის. წერილში დაგმობილია აგენტურული ქმედება, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, ეს იქნება პარტნიორი სახელმწიფო თუ ოკუპანტი ქვეყანა. დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან ეს ანტიდასავლურ ქმედებად შეფასდა.
აგენტობა დასჯადია ყველგან. აქ კი, მათი გაგებით, როგორც ჩანს, გამონაკლისი უნდა დავუშვათ. საქართველოში აგენტი თუ ამერიკის ინტერესების დასაცავად მოქმედებს, როგორც ჩანს, ეს საამაყოდ უნდა ვაქციოთ. პარტნიორული ურთიერთობები კი აგენტების დაშვებას და მათი მეშვეობით ურთიერთობას არ ითვალისწინებს”, – აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.

Post navigation

Previous: გია გაბრიჭიძე ხოშტარიაზე: ირანულმა ავიაკომპანია „იან ეარმა” რუსეთში სამხედრო ტვირთი გადაიტანაო და ატეხა წივილ-კივილი. ავიაკომპანიამ ნამდვილად შეასრულა რეისი და საქართველოს საჰაერო სივრცეში სულ 10 წუთი დაჰყო
Next: ირაკლი ლატარია ვიოლა ფონ კრამონზე: ყველამ ვიცით, თავის ქვეყანაში ეს არასოდეს არაფრის გამკეთებელია, უბრალოდ რაღაც ტომად მივაჩნივართ და ჰგონია, რომ თავში ხელი უნდა წამოგვარტყას და ჩვენც მადლობა უნდა ვუთხრათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.