IMG.GE IMG.GE

ამერიკა აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებას, – ამის შესახებ Facebook-ზე ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ პოსტშია აღნიშნული.

„ამერიკა აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებას. ამ სფეროში მიღწეული წარმატების აღსანიშნავად და პროფესიული განათლების ხელშესაწყობად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა წამოიწყო ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია, რომელმაც გუშინ გამარჯვებულები გამოავლინა.
ვულოცავთ გამარჯვებულებს:
საუკეთესო სტუდენტი – ხატია ნადარეიშვილი,
წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი – არჩილ ცინცაძე,
2019 წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება – „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია”,
წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორი – „ენერგო- პრო”. – წერს დიპლომატიური წარმომადგენლობა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება