Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებებზე: დაგმობას არ ვაპირებ

მარშალ პრესი 08/09/2022
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადებების დაგმობას არ აპირებს.

როგორც პაპუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, პარტიიდან გასული ოთხი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი წევრები იყვნენ.

„პრემიერ-მინისტრმა, პარტიის თავმჯდომარემ, ჩვენი გუნდის ყველა წევრმა თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ პარტიას, რომელსაც აქვს სახელისუფლებო პასუხისმგებლობა, თავს მისცეს შესაძლებლობა ასეთი სახის პოლემიკის სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

დაგმობას არ ვაპირებ. საქმე იმაშია, რომ ჩვენი გუნდის საკმაოდ ხანგრძლივი, მნიშვნელოვანი წევრები იყვნენ. ჩვენთვის დანაკლისია, რომ ისინი არ არიან ჩვენს გუნდში. პიროვნულად ურთიერთობები, რა თქმა უნდა, გვაქვს. არ ვაპირებ მათ მიმართ პიროვნულად განცხადებების გაკეთებას. მიზეზი თუ, რატომ გამოეყო ეს ოთხი ადამიანი ჩვენ გუნდს, იყო ის, რომ მათ გადაწყვიტეს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით საუბარი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ჩვენ ვრჩებით ხელისუფლებაში, ვიდრე არ იქნება არჩევნები და მანამ ვართ ხელისუფლებაში, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო
Next: უცნაურია, რომ ეს ადამიანები საკუთარ თავს პერსონალური თავდასხმის უფლებას აძლევენ, ვაითუ, მიზეზი ისაა, რომ ხელმოცარული აღმოჩნდა იმ ლობისტურ საქმიანობაში, რომელსაც დიდი ხანია ეწევა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.