თბილისში კაცის ცხედარი იპოვეს

192
წაკითხვა/ნახვა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილ კაცი ადგილობრივებმა ბალახის თიბვის დროს შენიშნეს. ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი.

დაღუპულის ვინაობა უცნობია, ამ დროისთვის ასევე უცნობია, რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილის სხეულზე დაზიანება არ აღენიშნება. გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები
მოწონება