ვფიქრობდი, იქნება ჭკვიანები არიან და ჩახლართულ კომბინაციებს იგონებენ მეთქი, მაგრამ დავრწმუნდი, რომ სრულიად დეგრადირებული პოლიტიკანების ხროვა არიან და მეტი არაფერი

1135
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:

“ადრე ვფიქრობდი, იქნება და ძველი ოპოზიციის ლიდერები მართლაც იმდენად ჭკვიანები არიან და ისეთ ჩახლართულ კომბინაციებს იგონებენ, რომ გორდიას კვანძივით ვერავინ ხსნის მეთქი, მაგრამ რამდენიც ოდნავ სიღრმისეულად გავაანალიზე მათი ნაბიჯები, იმდენჯერ დავრწმუნდი, რომ სრულიად დეგრადირებული პოლიტიკანების ხროვა არიან და მეტი არაფერი.
ასე მოხდა დღესაც, გამოაცხადეს რაღაც ისტორიული კოალიციური მთავრობის შენების დასაწყისი, რომელსაც რეალურად ნაციონალური მოძრაობის გარდა ისევ ნაციონალური მოძრაობიდან გამოშლილი და შემდეგ უკან მიკედლებული დაახლოებით 10 კაცი უერთდება. ესეც არ იკმარეს ამ მარგინალებმა და ისიც კი თქვეს, რომ თბილისში, რომელშიც ქართული ოცნება დაარსების დღიდან პირწმინდად იგებს, ზოგიერთ ოლქს პირველივე ტურში მოვიგებთო!
მოკლედ და გასაგებად იმის თქმა მინდა, რომ ეს ხალხი ვერასდროს, ვერცერთი ფორმაციით ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდებიან – ამის გარანტი ბრძენი ქართველი ხალხია.” – წერს მეტრეველი
კომენტარები
რეკლამა
მოწონება