IMG.GE IMG.GE

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის, გ.მ.-ს ადვოკატი როსტომ კერესელიძე აცხადებს, რომ სამართლიანი განხილვის შემთხვევაში მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის ღონისძიება გირაოთი უნდა შეეცვალოს.

რა თქმა უნდა ჩემი მხრიდან იქნება შუამდგომლობა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს.გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გათავისუფლდება საზოგადოების წნეხისგან – რომ ყველა ადამიანი, ვინც საქმეში ფიგურირებს, დაპატიმრებული უნდა იყოს.სამართლიანად განხილვის შემთხვევაში ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეეცვალოს, – განუცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება.

გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება