IMG.GE IMG.GE

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დღეს 6 არასრულწლოვანი ბრალდებულის სასამართლო იწყება. წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ასევე, გადაისინჯება პატიმრობის შესახებ აღკვეთის ღონისძიების საკითხი.

ადვოკატები არაერთი შუამდგომლობის დაყენებას გეგმავენ, მათ შორის ისინი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებასაც მოითხოვენ, თუმცა ამის იმედი არ აქვთ. უფლებადამცველები მათი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობაზე საუბრობენ. როგორც ცნობილია არასრულწლოვნების საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის. 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ოჯახმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას 19 ივნისს მიმართა. მანამდე ის ნარეკვავის დასახლებაში წვეულებაზე იმყოფებოდა. წვეულების დროს და მის შემდეგ სხვადასხვა პირებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი 22 ივნისს მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს. იმის მიუხედავად, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება 109-ე, განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მუხლითაც მიმდინარეობს, ჯერ ეს ბრალი არც ერთი დაკავებულისთვის არ წარუდგენიათ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება