IMG.GE IMG.GE

საქართველოს ჰყავს ლიდერები, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესების ერთგულები არიან და ყველაფერს აკეთებენ, რათა ქვეყანას ხელი შეუწყონ წარმატების, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევაში, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტების კითხვას უპასუხა.

მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ჰყავს ლიდერები, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესების ერთგულები არიან და ყველაფერს აკეთებენ, რათა ქვეყანას ხელი შეუწყონ წარმატების, კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევაში“,- განაცხადა ელჩმა.

კელი დეგნანმა ამერიკელი კონგრესმენების წერილზეც გააკეთა კომენტარი:

“მნიშვნელოვანია, მოვუსმინოთ და სერიოზულად მივუდგეთ კონგრესიდან წამოსულ წერილებს, რადგან ეს ის ხალხია, ვინც წლებია, აკვირდება საქართველოს განვითარებას და ზრუნავენ მის წარმატებაზე.”– განაცხადა კელი დეგნანმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება