„ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში მოღვაწეობა, ძირითადად მასკარადი იქნება – ირაკლი ქადაგიშვილი

225
წაკითხვა/ნახვა

თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა ალბათ უფრო მეტი ხმაური იქნება, კონსტრუქციული და საქმიანი ვითარება არ შეიქმნება, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ჩვენ როგორც ვხედავთ, ჯერჯერობით ისინი პარლამენტს არა საკანონმდებლო ორგანოდ, არამედ რევოლუციური სცენარის ერთ-ერთ იარაღად განიხილავენ. ამიტომ მათი მოღვაწეობა პარლამენტში მასკარადი იქნება ძირითადად“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც რეგიონებში ჩავა და საზოგადოების ფართო სპექტრთან ექნება კომუნიკაცია.

კომენტარები
მოწონება