IMG.GE IMG.GE

“ქართული ოცნების” მთავარ ოფისთან გიორგი რურუას მხარდამჭერების სახელით ნაც.მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, ასევე მათი თანამოაზრეები  არიან შეკრებილები. ისინი აპროტესტებენ სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, გიორგი რურუას 4 წლით პატიმრობა მიესაჯა.

აქციაზე ასევე იმყოფება “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ხელმძღვანელი დავით ქაცარავა, მისი თქმით, გიორგი რურუა უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს, რათა შესრულდეს 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება, რომელიც ოპოზიციის, ხელისუფლებისა და უცხოელი ელჩების ერთობლივი შეხვედრის შემდეგ იქნა მიღწეული.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება